პედრისთვის სეზონი დასრულდა

0
55

„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი ტრავმის გამო მოედანზე ხანგრძლივი პერიოდი ვერ გავა. ჟურნალისტ ხოსე ალვარეს გაიას ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა. პედრი ლა ლიგის 27-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ (0:0) შეხვედრაში დაშავდა. მას მარჯვენა კვადრიცეპსი დაუზიანდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. თამაშის მერე „ვბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ პედრის დაზიანება სეროზული იყო. მიმდინარე სეზონში ესპანეთის ეროვნული გუნდის 21 წლის შუახაზელმა „ბარსას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლიუ გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
სხვათა შორის, განვლილ მატჩში ტრავმა ფრენკი დე იონგმაც მიიღო და მოედნიდან 26-ე წუთზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი