ავტორიტეტუჯლმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ევროპის ტოპ 5 ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში შინ ტურინის „იუვენტუსს“ 2:1 მოუგო და კვარაცხელიამ საუცხოო დარტყმით ანგარიში გახსნა.
La Gazzetta dello Sport-ის ვერსიით სიმბოლური ნაკრები, რომელიც 3-4-3 სქემითაა შედგენილი ასე გამოიყურება:
მაეცკი („მონაკო“, საფრანგეთი) – სერხიო რამოსი („სევილია“, ესპანეთი), რომერო („ტოტენჰემუი“, ინგლისი), კოპეტე („მალიორკა“, ესპანეთი) – კლაუსი („მარსელი“, საფრანგეთი), მუსიალა („ბაიერნი“, გერმანია), ფერგიუსონი („ბოლონია“, იტალია), გრიმალდო („ბაიერი“, გერმანია) – ფოდენი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), სორლოტი („ვილიარეალი“, ესპანეთი), კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია).
ლაშა თაბაგარი





