ლონდონის „არსენალი“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. პრემიერლიგის 27-ე ტურში ესპანელი მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „შეფილდ იუნაიტედი“ 6:0 დაამარცხა. ამრიგად, „არსენალი“ პირველი გუნდია, რომელმაც გასვლაზე ზედიზედ სამი შეხვედრა 5 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგო. მანამდე, ლონდონელებმა „ვესტ ჰემი“ 6:0 და „ბარნლი“ 5:0 გაანადგურეს. ცნობისთვის, განვლილ თამაშში მცველ ბენ უაიტის მიერ გატანილი გოლი “არსენალის” ისტორიაში მე-10000 აღმოჩნდა. ამასთანავე, “არსენალმა” ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის ისტორიაში სტუმრად პირველ ტაიმში 5 ბურთი პირველად გაიტანა.
„არსენალი“ 61 ქულით 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა – პირველ ადგილზე „ლივერპულია“ 63 ქულით, რომელსაც „მანჩესტერ სიტი“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





