„ასეთი გოლის გატანა მხოლოდ ფეხბურთის ჯადოქრებს შეუძლიათ“

0
69

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ანგარიში გახსნა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„როგორც მაგნიტი ისე იზიდავდა დაჯახებებს და ფეხებში დარტყმებს. მასთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათები ვლახოვიჩმა და კამბიასომ მიიღეს, რომლებიც „კვარას” ლანდივით დასდევდნენ – პლუს მათ რუგანი ეხმარებოდა. თუმცა, ხვიჩა ხშირად ილუზიონისტივით ორდებოდა და მათ მეურვეობას თავს აღწევდა. ისე როგორც მან გაიტანა მხოლოდ ფეხბურთის ჯადოქრებს შეუძლიათ – ბურთის მიწაზე დაუშვებლად დარტყმა თითქმის ვარდნაში ხომ აკრობატული ეპიზოდია. მით უმეტეს, როდესაც ასეთ გოლს სწორედ „იუვენტუსის“ კარში შეაგდებ“.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 7 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი