კალცონა: “კვარაცხელია და ოსიმენი გუნდის ფუნდამენტური მოთამაშეები არიან”

0
76

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში “იუვენტუსთან” საშინაო გამარჯვების შემდეგ, “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ განაცხადა, რომ კვარაცხელია და ოსიმენის გუნდის ფუნდამეტური მოთამაშეები არიან. ნეაპოლელებმა განვლილი შეხვედრა 2:1 მოიგეს და კვარაცხელიამ საუცხოო დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო ოსიმენმა გამარჯვების გოლი პენალტიდან გაიტანა.
“კვარაცხელია და ოსიმენი გუნდის ფუნდამენტური მოთამაშეები არიან. მიმდინარე სეზონში მათ რთული პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად ისინი თითქმის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში არიან.
ამ მატჩში გამარჯვებით გუნდმა სიგნალი გააგზავნა – ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა გვსურს. მიხარია, რომ ასეთ შეკრულ გუნდს ვხედავ, რომლიც ცდილობს უფრო ძლიერი იყოს”- იუწყება კალცონას ნათქვამს football-italia.net.
ლაშა თაბაგარი