ზარიამ ყაზახეთში დებიუტი გოლით აღნიშნა

0
47

გიორგი ზარიამ ყაზახეთის პრემიერლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა. პირველ ტურში ალმათის „ქაირათი“, რომელსაც ზამთარში შემტევ ნახევარმცველ ზარიასთან ერთად მცველი ლუკა გადრანი შეუერთდა „ყიზილ-ჟარი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ზარია სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და 71-ე წუთზე როდესაც ანგარიში 1:1 იყო, დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ის 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გადრანმა შეუცვლელად ითამაშა. „ყიზილ-ჟარში“ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო ლუკა იმნაძემ.
ლაშა თაბაგარი