ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. „ბორდო“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გამოდის, 27-ე ტურში სტუმრად „როდეზს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა დავითაშვილმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 26-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე წინ გავიდნენ. „ბორდომ“ ქულა 94-ე წუთზე იგნატენკოს ზუსტი დარტყმის მერე გაათანაბრა.
გემანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში “კარსლრუემ” “ფიურტი” მიიღო და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მასპინძლების სასტარტოში ისევ არ დააყენეს და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. “კარლსრუე” 35 ქულით 18 გუნდში მერვეა.
ლაშა თაბაგარი





