გასულ კვირაში „რომასთან“ დაპირისპირებაში „ტორინოს“ სასტარტოში მოხვედრის შემდეგ, საბა საზონოვი იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ფიორენტინასთან“ საშინაო შეხვედრაში ისევ თადარიგში გადასვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. „ტორინო“ 37 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერმა ბრატისლავას „სლოვანმა“ 22-ე ტურში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკს“ უმასპინლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 57 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





