მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა

0
38

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „მეცი“ 24-ე ტურში სტუმრად „ნანტს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 58-ე წუთზე პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ გახსნა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მე-4 გოლი ჩაიწერა. მიქაუტაძემ მე-60 წუთზე საგოლე პასი უდოლს გაუკეთა, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა – 0:2. ამ სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით მე-3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან “ნანტთან” შეუცვლელად ითამაშა.
„მეცმა“ 10-მატჩიანი მოუგებელი (9 გამარჯვება და 1 ფრე) სერია შეწყვიტა და 20 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში “ემპოლიმ” შინ “კალიარისთან” 0:1 წააგო და ამჯერად, მასპინძლების თადარიგში 19 წლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე ვერ მოხვდა. “ფროზინონემ” თავის მოედანზე “ლეჩესთან” 1:1 ითამაშა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდ გიორგი კვერნაძე ისევ მხოლოდ თადარიგში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი