„დილამ“ უცხოელი ახალწვეულებით და სამი ქულით დაიწყო

0
45

რუი მოტას ხელმძღვანელობით გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან გორელებმა შინ გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ დაამარცხეს.
მატჩის მეორე წუთზე ზურაბ რუხაძემ სტუმართა საჯარიმოში „დილას“ ნიდერლანდელი ახალწვეული ნახევარმცველ9ი ტაირელ ვოიტერი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. 39-ე წუთზე გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გაგრელთა საჯარიმოში გახსნილ ნიდერლანდელ დებიუტანტ ფორვარდს პასი არ დაუგვიანა და თანაგუნდელმა გარჯა დაუფასა  2:0. ორი ნიდერლანდელის გარდა, ახალწვეულებიდან „დილას“ სასტარტოში მალელი ნახევარმცველი აბუბაქარ კონტე და ისრაელელი მცველი ომერ იცხაკი იყვნენ. მათ გარდა, თადარიგში ანგოლელი მცველი კალი იყო, რომელიც ასევე დებიუტანტია.
განვლილ შეხვედრაში „გაგრაში“ დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრერბის 35 წლის ექსთავდამსხმელ მათე ვაწაძეს ჰქონდა, რომელმაც ბოლო 2 სეზონი ბათუმის „დინამოში“ გაატარა.
83-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა რომარიკ ეტოუმ თავის ნახევარზე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი ხარებაშვილმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
დილა 2:0 გაგრა 
ლაშა თაბაგრი