ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში დებიუტი გოლით აღნიშნა. პირველი ტურში “შანდუნmა”, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის შინ “ჩანგჩუნ იატაი” 4:2 დაამარცხა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს.
მანამდე, ყაზაიშვილმა “შანდუნის” შემადგენლობაში აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-დინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად “კავასაკი ფრონტალესთან” 4:2 მოგებულ შეხვედრაში 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





