ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

0
73

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის 36-ე სეზონმა სტარტი ბათუმში აიღო. პირველ ტურში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა ბათუმის „დინამომ“ ელიტაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთი“ მიიღო. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა ბათუმელებმა დავით კვირკველიას შეგირდებს მინიმალური სხვაობით აჯობეს.
მატჩში ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე გავიდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გიორგი წიტაიშვილის დარტყმული ბურთი უკრაინელმა მეკარე დანილო რიაბჩენკომ მოიგერია და ბრაზილიელმა გაბრიელ რამოსმა ვერ დაამატა, ხოლო სენეგალელმა ახალწვეულმა ონორე გომისმა თითქმის კარის ხაზიდან სადებიუტო გოლი გაიტანა.
დინამო ბთ 1:0 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი