მათე კვირკვიამ მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 25-ე ტურში „ქიაფაზი“, სადაც კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, სტუმრად „სუმგაითი“ 3:1 დაამარცხა. ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვირკვიამ პარტნიოროს პასის მერე ერთი შეხებით გაიტანა – 0:2. ის და პაპუნაშვილი ორივე მე-80 წუთზე შეცვალეს. „ქიაფაზი“ 26 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





