კაკაბაძის და კვერკველიას საშინაო მარცხი

0
49

„კრაკოვიასთვის“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა. კრაკოველებმა პოზნანის „ვარტა“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაუშვეს. „კრაკოვიას“ ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგია და 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
საუდის არაბეთის 22-ე ტურში „ალახდუდმა“, სადაც სოლომონ კვერკველია გამოდის „ალ რიადი“ მიიღო და 1:2 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „ალახდუდი“ 23 ქულით 18 გუნდში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი