სტივ კინი: “იყავით ისეთები როგორიც ხართ”

0
50

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ახალ სეზონში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახოლობის სტადიონზე “სამტრედიასთან” გასამართ მატჩამდე, “ტორპედოს” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებს მიმართა.
სტივ კინი: “რას ვეტყოდი გულშემატკივრებს? იყავით ისეთები, როგორიც ხართ. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, იქნება ეს საშინაო თუ გასვლითი მატჩი. ვგრძნობთ თქვენს განწყობას და გელოდებით სტადიონზე”.
ქუთაისელთა ნორვეგილემა ლეგიონერმა ბიორნ იონსენმა განაცხადა, რომ გათავისებული აქვს თუ რას ნიშნავს “ტორპედოში” თამაში.
ბიორნ იონსენი: “გუნდთან ადაპტაცია გავიარე და ახალი სეზონისთვის მზად ვარ. კლუბში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელია და ისინი ძალიან დამეხმარნენ.
ვიცი, რას ნიშნავს “ტორპედოში” თამაში, სრულად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა. გულშემატკივრის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება”.
ლაშა თაბაგარი