ტაბატაძემ უზბეკეთში სეზონი დუბლით დაიწყო

0
57

თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში სეზონი ორი გოლით დაიწყო. პირველ ტურში ნამანგანის „ნავბახორმა“ სამარყანდის „დინამო“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. ტაბატაძე სასტარტო შემადგნელობაში იყო და 47-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეტოქის კარი აიღო – მეკარის მოგერიუებულს ახლო მანძილიდან დაამატა. 84-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტი გამოიყენა. ის 90-ე წუთზე შეცვალეს.
ტაბატაძემ გასული სეზონის პირველი ნახევარი ფერგანის „ნეფთჩიში“ გაატარა, სადაც 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში „ნავბახორში“ 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. გარდა ამისა, უზბეკეთის თასზე 3 თამაშში 3 გოლი მიითვალა. ამასთანავე, 32 წლის ფორვარდმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
„ნავბახორის“ განაცხადში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი