ლევან კორღალიძის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში ყაზახეთის პრემიერლიგაში შედგა. ქართველმა სპეციალისტმა პრემიერლიგაში აღზევებული „ჟენისი“ გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა. პირველ ტურში კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი მოქმედ ჩემპიონ „ასტანას“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ანგარიში მე-18 წუთზე კალმიკოვის ავტოგოლოთ გაიხსნა, ხოლო 62-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ასტანოვმა გამოიჩინა. „ჟენისში“ ორმა ქართველმა ლეგიონერმა – მცველმა ზურაბ თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი





