„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის სერია A-ში დასაბრუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სერია B-ს 27-ე ტურში კრემონელებმა სტუმრად გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტოში დააბრუნეს და შეუცვლელად ითამაშა. „კრემონეზედან“ ანგარიში მე-5 წუთზე იონსენმა გახსნა, ხოლო გილარდიმ საპასუხო ბურთი მე-13 ანგარიშზე გაიტანა. 70-ე წუთზე ფალეტიმ გენუელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. „კრემონეზე“ 50 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





