ჩემპიონმა უკრაინელი მცველი დაიმატა და სეზონისთვის შემდგენლობა წარადგინა

0
54

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” უკრაინელი მცველი ევგენ ჩაგოვეცი დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი ბათუმელებთან ერთად მეორე თურქულს შეკრებაზე ვარჯიშობდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა. “დინამოში” გადასვლამდე, ის ბელარუსის “მინსკში”, ყაზახეთის “ორდაბასიში” და ლიეტუვას “რიტერაიში” გამოდიოდა.
კრისტალბეთ ეროვნლი ლიგის ახალი სეზონისთვის, რომელიც სტარტს 1 მარტს აიღებს, ბათუმელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: როინ კვქასხვაძე, ლუკა ხარატიშვილი, მათე თურმანიძე.
მცველები: ნიკოლოზ მალი, ბოიან მლადოვიჩი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, იევჰენი ჩაჰოვეცი, მამუკა კობახიძე, ვანდერსონ სილვა, ნიკოლოზ ბალაძე.
ნახევარმცველები: ალეფ სანტოსი, ცოტნე ფაცაცია, ედმიუნდ არკო-მენსა, უერდი მარა, გიორგი წიტაიშვილი, ჟან ვუქტორიმ ვიტინიო, გიორგი ფუტკარაძე.
თავდამსხმელები: ონორე გომისი, გაბრიელ რამოსი, დავით მუჯირი, პაატა ღუდუშაური.
ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები მომავალ სეზონში პირველ მატჩს შინ 1 მარტს ფოთის “კოლხეთთან” ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი