კვეკვესკირი პოლონეთის თასს გამოეთიშა

0
64

პოზნანის „ლეხი“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, პოლონეთის თასს გამოეთიშა. 1/4-ფინალში პოზნანელები თავის მოედანზე „პოგონს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 106-ე წუთზე ჩაერთო. ძირითადი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, „პოგონმა“ გამარჯვებას 119-ე წუთზე გამბოას გატანილი ბურთით მიაღწია.
ლაშა თაბაგარი