ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ლუტონი“ 6:2 დაამარცხა. მანჩესტერელთა რიგებში 5 გოლი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. მან მეტოქის კარი მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთზე აიღო, ხოლო „სიტიში“ კიდევ ერთი გოლი კოვაჩიჩმა გაიტანა 72-ე წუთზე. „ლუტონიდან“ დუბლი კლარკმა შეასრულა, რომელმაც მანჩესტერელებს 45-ე და 52-ე წუთზე გაუტანა.
ჰოლანდმა ლეგენდარული ჩრდილოეთ ირლანდიელი თავდამსხმელის ჯორჯ ბესტის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 1970 წელს ინგლისის თასის ერთ-ერთ მატჩში 5 გოლი მიითვალა. მას შემდეგ ჰოლანდამდე მსგავსი შედეგი არავის უჩვენებია.
ნორვეგიელს „სიტიში“ დებიუტი 2022 წლის ივლისში ჰქონდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 83 მატჩში მეტოქეთა კარის 79-ჯერ დალაშქრა.
ლაშა თაბაგარი



