„სამტრედიაში“ ტაჯიკეთის ნაკრების შუახაზელი ითამაშებს

0
67

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „სამტრედიამ“ ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი  მუროდალი ახნაზაროვი დაიმატა, რომელიც თურქეთის „ანთალიასფორის“ აღზრდილია.
ახნაზაროვი მე-4 ტაჯიკი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. მანამდე,  წყალტუბოს „სამგურალმა“ 19 წლის ნახევარმცველი ალიჯონი აინი და 19 წლის მცველი მეხრუბონ ქარიმოვი დაიმატა, ხოლო თბილისის „დინამომ“ – 21 წლის ალიშერ შუქუროვი.
ლაშა თაბაგარი