შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს იონ დალ ტომასონი გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის საფეხბუთო კავშირი იუწყება. დანიის ნაკრების ექსფორვარდმა კონტრაქტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლომდე გააფორმა და თავისი მოვალეონის შესრულებას მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგება. თუ შვედები მუნდიალზე გავლენ, მაშინ ტომასონთან ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება. ის შვედეთის ნაკრების 116-წლიან ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელია.
47 წლის ტომასონი კარიერის მანძილზე დანიის “კიოგეში”, ნიდერლანდების “ჰერენვენში” და “ფეინოორდში:, ინგლისის “ნიუკასლში”, იტალიის “მილანში”, გერმანიის “შტუტგარტში” და ესპანეთის “ვილიარეალში” თამაშობდა.
შვედეთის ნაკრებში დანიშვნამდე ტომასონი მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდების “ექსელსიორში” და “როდაში”, შვედეთის “მალმიოში”, ასევე ინგლისის “ბლექბერნ როვერსში” მუშაობდა. გარდა ამისა, დანიის ეროვნულ გუნდში და ნიდერლანდურ “ვიტესში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.