საზონოვმა “რომასთან” პენალტი “აიკიდა”

0
49

საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში “ტორინოში” მე-9 მატჩი ჩაატარა. “რომასთან” სტუმრად გამართულ დაპირისპირებაში  საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა, მაგრამ თამაშში მე-14 წუთზე ტრავმირებული ლოვალოს მაგივრად ჩაერთო.
42-ე წუთზე საზონოვი თავის საჯარიმოში პაულო დიბალას ეუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც არგენტინელმა თავდამსხმელმა გოლად აქცია. ორ წუთში საპატამ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე დიბალამ რომაელები ისევ წინ გაიყვანა, 69-ეზე კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. 88-ე წუთზე “რომას” ფეხბურთელმა ჰეისენმა ავტოგოლი მიითვალა და “ტორინო” 2:3 დამარცხდა. ტურინელები 36 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი