კვარაცხელიას აგენტი: „ბარსელონა“ და პსჟ? მაისში მეტი გვეცოდინება“

0
62

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა კომენტარი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის შეძენა „ბარსელონას“ და პსჟ-ს უნდათ.
„ბარსელონა“ და პსჟ? რა თქმა უნდა, ხვიჩასთან დაკავშირებით ტოპ-კლუბებიდან წინადადებები არის. მას სეხედეთ! როგორ შეიძლება რომ წინადადებები არ იყოს? მაისში უფრო მეტი რამ გვეცოდინება“.
26 თებერვალს ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. მანამდე, ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ქართველის შეძენა „ბარსელონას“ უნდა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი