ევრობასკეტ 2025-ის სესარჩევ ციკლში თბილისში სერბეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს განვლილი თამაშებისთვის კარგად მოსამზადებლად დრო არ ეყო. შეგახსენებთ, რომ სერბეთთან დაპირისპირებამდე ჩვენი გუნდი სტუმრად დანიასთან დამარცხდა.
ბექა ბურჯანაძე:”მადლობა ბუს 20-წლიანი სანაკრებო კარიერისთვის. სამწუხაროდ, ეს იყო მარცხიანი გამომშვიდობება. დრო არ გვქონდა, რომ ამ ორი თამაშისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი კალათბურთელები. დავუშვით შეცდომები, თუმცა წინ არის შეხვედრები, რომლებისთვისაც კარგად მოვემზადებით.”





