სერბეთთან შინ წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა განაცხადა, რომ ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევში ზედიზედ ორი მარცხის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით.ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულები, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია.
მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის. სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება.
ზოგიერთი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში არ ვარ ვინმეს თამაშით უკმაყოფილო, თუმცა მეტოქე გვყავდა, არა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ფინალისტი. ეს 14 კალათბურთელი ივნისის გაფართოებულ სიაშიც იქნება. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კმაყოფილი ვარ უკეთესი თამაშით, ვიდრე წინა შეხვედრაში გვქონდა. მალე გუნდი უკეთ ითამაშებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ.
შერმადინი მომავალში უკეთ ითამაშებს, როცა ახალ სისტემას, ახალ გამთამაშებლებს შეეგუება. წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2-ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ.”





