ლოჩოშვილის საშინაო ფრე, არველაძის მოგება

0
35
REGGIO NELL'EMILIA, ITALY - MARCH 06: Luca Lochoshvili of US Cremonese in action during the Serie A match between US Sassuolo and US Cremonese at Mapei Stadium - Citta' del Tricolore on March 06, 2023 in Reggio nell'Emilia, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე წელს „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა. იტალიის სერია B-ს 24-ე ტურში კრემონელებმა „რეჯანა“ მიიღეს და მხოლოდ ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, სტუმრები 57-ე წუთზე მარკანდელიმ დააწინაურა. მასპინძლებიდან ანგარიში 70-ე წუთზე კოდამ გაათანაბრა. „კრემონეზე“ 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პარმას“ 6 ქულით ჩამორჩება.
შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქარაგიუმრუქმა“ თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში „პენდიქსფორი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძლები 31-ე წუთზე ემრე მორმა წინ გაიყვანა, ხოლო 76-ე წუთზე იალჩინმა არველაძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა. „ქარაგიუმრუქი“ 27 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი