კატარმა აზიის თასის გათამაშება ზედიზედ მეორედ მოიგო. ქალაქ ლუსაილში გამრთულ ფინალი კატარელები იორდანია დუპირიპირდნენ დ 3:1 დაამრცხეს. სამივე გოლი კატარელთ შეტევის ლიდერმა აფიფმა გაიტანა, რომელიც 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.
აფიფმა სამივე შემთხვევაში მეტოქის კარი პენალტიდნ აიღო, აღსანიშნავია, რომ ორჯერ თერტმეტმეტრინი სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა. მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, ხოლო იორდანელებიდნ 67-ე წუთზე საპაუხო ბურთი იაზანმა გაიტანა. 73-ე წუთზე აფიფმა იორდანელთა კარი მეორედ აიღო. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე აფიფმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აზიის თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფინალში სამი პენალტი დაინიშნა და სამივე ერთი და იმავე ფეხბურთელმა გაიტანა. გარდა ამისა აფიფი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა დიდი ანაკრებო ტურნირი იტორია – მოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, აფრიკის თასი და ა.შ. ერთ მატჩში სამი პენალტი გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი





