„უოტფორდმა“, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, ინგლისის ჩემპიონშიფში თავის მოედანზე ზედიზედ მეორე მატჩში ქულა ვერ აიღო. 31-ე ტურში უოტფორდელებმა გათამაშების ლიდერი „ლესტერი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტი შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს,. სტუმრები მე-11 წუთზე დაკამ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. იმ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი ჩაკვეტაძემ “აიკიდა”. 55-ე წუთზე „ლესტერიდან“ თავი რიკარდი პერეირამ გამოიჩინა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე დენისმა გაიტანა.
„უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-11 ადგილზეა.
“კრაკოვიამ”, რომელშიც გიორგი კაკაბაძე გამოდის პოლონეთის ექსტრაკლასა წარმტებით დაიწყო. კრაკოველებმა პირველ ტურში რადომიაკი “რადომი” მიიღეს და 6:0 გაანდგურეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





