“დინამომ” სხირტლაძე “ქოჯაელისფორში” გაანათხოვრა

0
51

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი დავით სხირტლაძე მიმდინარე სეზონს თურქეთის რანგით მეორე ლიგის “ქოჯაელისფორში” დაასრულებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, თურქულ კლუბს სხირტლაძის კონტრაქტის “დინამოდან” გამოსყიდვის უფლება ექნება. “ქოჯაელისფორში” სხირტლაძესთან ერთად კიდევ ორი ფეხბურთელი – გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ითამაშებენ.
ცნობისთვის, გიორგი ლომთაძემ, რომელიც “დინამოში” ისინჯებოდა, გუნდი დატოვა. “დინამო 2”-შსი დაბრუნდნენ ცოტნე ბერელიძე, გიორგი გვასალია, ოთარ აფციაური და საბა ხარებაშვილი.

ლაშა თაბაგარი