“მეცმა”, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად ქულა “მარსელთან” აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდმხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალე. 31-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძესთან უხეშობის გამო მაპინძლებს მცველი სამიელ ჟიგო გაუძევეს.
“მარსელმა” ანგარიში 56-ე წუთზე მოუმბაგნას დარტყმის მერე გახსნა, ხოლო 5 წუთში სტუმრებიდან თავი უდოლმა გამოიჩინა.
“მეცი” 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 25-ე ტურში “უნივერსიტატიამ” “კლუჟი” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა მასპინძლებში 66-ე წუთიდან ითამაშა. “უნივერსიტატია” 33 ქულით 18 გუნდში მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში “ემპოლიმ” გასვლაზე “სალერნიტანას” 3:1 აჯობა. გამარჯვებულთ სათადარიგოებში იყო საქართველოს 21-წლამლდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე, რომლის დებიუტი ისევ გადაიდო. “ემპოლი” 21 ქულით 20 გუნდში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





