“ტორპედო” ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრა

0
62

ქუთაისის “ტორპედო” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას ესპანეთში გაივლის. შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ვალენსიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა;
მეკარეები: ფილიპ კლიაიჩი, ოთო გოშაძე, ავთო მეფარიშვილი.
მცველები: ნიკა სანდოხაძე, პედრო მონტეირო, ცოტნე ნადარაია, გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ლუკა ელბაქიძე, ამირან ტყეშელაშვილ, ჯუბა დვალიშვილი.
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური, ნიკოლა ნინკოვიჩი, რაჰმატ აკბარი, გიული მანჯგალაძე, ელიტონ ჟუნიორი, ჟორჟინიო, ფელიპე პირესი, გიორგი არაბიძე.
თავდამსხმელები: ბიორნ იონსენი, დავით იმედაძე.
“ტორპედო” 13 თებერვალს ამხანაგურ თამაშს ნორვეგიის “სტაბეკთან” ჩაატარებს, 15 თებერვალს ესპანეთის “ჰერკულესს” შეხვდება, ხოლო 17 თებერვალს ესტონეთის “ლევადიას”. მეოთხე სპარინგ-პარტნიორის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი