ზივზივაძის გუნდის წაუგებელი სერია დამთავრდა

0
54
KSC vs HSV Budu Zivzivadze

„კარლსრუემ“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის 8-მატჩიანი (5 გამარჯვება და 3 ფრე) წაუგებელი სერია ფრანკფურტში დაასრულა. მეორე ბუნდესლიგი 21-ე ტურში კარლსრუელები ადგილობრივ „აინტრახტს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ისევ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან მე-13 წუთზე ანგარიში კურუჩაუმ გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა, ხოლო 75-ე წუთზე ბიჩაკჩიჩმა სტუმართა კარი მეორედ აიღო.
„კარლსრუე“ 28 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი