“საბურთალომ” არგენტინელის გოლით მოიგო

0
65

საქართველოს დავით ყიფიანის საახელობის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ მოიგო. ამჯერად. გიორგი მიქაძის გუნდი მოლდოვის “მილსამის” შეხვდა და მინიმალური ანგარიიშით დაამარცხა. “საბურთალოს” რიგებში ერთადერთი გოლი არგენტინელმა ლუსიანო ვიანომ გაიტანა.
განვლილ მატჩში თბილისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კუპატაძე, მამაცაშვილი,ჯგერენაია, დერეკი, კაპანაძე, ქარდავა, შოთა ნინიკაშვილი, დადიანი, გიზი მამაგეიშვილი, სილა, გიორგი კოხრეიძე.
შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგში “საბურთალომ” უზბეკეთის “ანდიჟანს” 2:1 აჯობა.
ლაშა თაბაგარი