ქუთაისის “ტორპედო” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე მეორე შეკრებას ესპანეთში გაივლის. ამის შესახებ კლუბის პრესამსახური იტყობინება:
“10 თებერვალს ესპანურ შეკრებაზე გავემგზავრებით და ვალენსიაში ყოფნის პერიოდში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ.
13 თებერვალს ჩვენი პირველი მეტოქე ნორვეგიული “სტაბეკი” იქნება. 15 თებერვალს თავის საშინაო სტადიონზე ესპანური “ჰერკულესი” გვიმასპინძლებს, ხოლო 17-ში ესტონურ “ლევადიას” დავუპირისპირდებით, რომელმაც გასული წლის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. მეოთხე მეტოქის ვინაობა ადგილზე გაირკვევა”.
ლაშა თაბაგარი





