„ტორინომ“ საზონოვი იტალიის კლუბებში არ გაანათხოვრა

0
38

იტალიის სერია A-ს რამდენიმე კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბა საზონოვის დამატება სურდა, მაგრამ „ტორინომ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი არ გაანათხოვრა.
კლუბში მიიჩნიეს, რომ საზონოვი სეზონის მეორე ნახევარში დასჭირდებოდათ, რადგან ალექსანდრე ბონჯორნო ტრავმირებულია, ხოლო დავიდ ზიმა „სლავიაში“ გადავიდა.
ტურინელებმა 22 წლი საზონოვი შარშან მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონ ევროდ შეიძინეს. ქართველმა ფეხბურთელმაა იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი