„პეტროლულმა“ აბუაშვილი გაუშვა

0
47

რუმინეთის უმაღლესი დივიზიონი კლუბმა „პეტროლულმა“ გიორგი აბუაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდა.
„პეტროლულმა“ აბუაშვილი გასული წლის ზაფხულში პორტუგალიის „პორტუდან“ 130000 ევროდ შეიძინა და 20 წლის ფეხბურთელმა რუმინეთის ჩემპიონატში 3-ჯერ შეცვლაზე ითამაშა, ხოლო ერთი მატჩი თასზე „ჩინდიასთან“ ჩაატარა და გოლი გაიტანა.
ის თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და „პორტუმ“ 2021 წელს 430000 ევროდ იყიდა, მაგრამ პირველ გუნდში არ უთამაშია და მხოლოდ სარეზერვო გუნდში გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი