გიორგი ბერიძემ თურქეთის რანგით მეორე ლიგია 21-ე ტურში „ქოჯაელისფორს“ მოაგებინა.
ქოჯაელელებმა „ადანასფორს“ უმასპინძლეს და ქართველმა ლეგიონერმა გადამწყვეტი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომმა ვარდნაში ერთი შეხებით დაარტყა.
ბერიძე „ქოჯაელში“ გასული წლის სექტემბერში გადავიდა და 15 მატჩში 3 გოლი მიითვალა. მისი გუნდი 42 ქულით მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასვლის შანში აქვს – ლიდერ „ეუიფსფორს“ 48 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „გიოზთეფეს“ 42.
იტალიის სერია A-ს 23 ტურში „ემპოლი“ შინ „ჯენოას“ უგოლოდ გაეყარა – მასპინძლების განაცხადში საქართველო 21 წლამდე ნაკრები მცველი საბა გოგლიჩიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
„ფროზინონემ“ სახლში „მილანთან“ 2:3 წააგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე დამარცხებულთა თადარიგში მოხვდა, თუმცა, თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი





