საზონოვის მეორე სასტარტო „ვერონაში“

0
45

საბა საზონოვმა „ტორინოში“ გადასვლის მერე სასტარტო შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „ტორინომ“ აუტსაიდერი „სალერნიტანა“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საზონოვმა მოედანზე 80 წუთი გაატარა და შეცვალეს. მან იტალიის ჩემპიონატში სულ 7 შეხვედრა გამართა  და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.
„ტორინო“ ზედიზედ 4 მატჩია არ დამარცხებულა (2 მოგება და 2 ფრე) – 32 ქულით 220-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურში “უნივერსიტატიამ” გასვლაზე “სეპსი” 3:1 დაამაცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ითამაშა, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს.”უნივერსიტატია” 37 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი