გასულ კვირას “კრემონეზეს” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპა იტალიის სერია B-ს 23-ე ტურშიც ენდო.
კრემონელები სტუმრად აუტსაიდერ “ლეკოს” დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს – გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე კოდამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
“კრემონეზემ” სერია B-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 44 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ლოჩოშვილის გუნდი ლიდერ “პარმას” 4 ქულით ჩამორჩება და სერია A-ში დაბრუნების რეალური კანდიდატია.
ლაშა თაბაგარი





