“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპნეთის ლა ლიგის 23-ე ტურში აუტსაიდერ “ალმერიას” უმასპინძლა და სამი ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა.
“ვალენსია” მე-14 წუთზე უგო დურომ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი მე-10 გოლი გაიტანა და გუნდის სუკეთესო ბომბარდირია. 23-ე წუთზე თავი უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმ გაამოიჩინა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში “ალმერიადან” თავი სერხიო არიბასმა გამოიჩინა. 62-ე წუთზე “ვალენსიას” კიდევ უფრო წინა გასვლა შეეძლო, მაგრამ პეპელუმ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “ვალენსია” 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





