“ქარაგიუმრუქმა” შოთა არველაძის ხელმძღვანელობით თურქეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი თამაში წააგო. ამჯერად, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა ქულა 24-ე ტურში სტუმრად “ჰათაისფორთან” გამართულ შეხვედრაში ვერ აიღეს.
მასპინძლებმა, რომელთა რიგებში გიორგი აბურჯანია გამოდის 3:1 გაიმარჯვეს, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.
“ჰათაისფორი” 28 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა, ხოლო “ქარაგიუმრუქი” 24 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





