“უოტფორდის” 6-მატჩიანი (1 გამარჯვება და 4 ფრე) წაუგებელი სერია ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში “კარდიფთან” საშინაო მატჩში დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და სტუმრებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 43-ე წუთზე ბოულერმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მე-60 წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში “უოტფორდმა” ბელგიის “გენტიდან” ჩაკვეტაძე 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
“უოტფორდი” 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





