ლევან შენგელიამ საბერძნეთში მეორედ გაიტანა

0
47

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
21-ე ტურშსი „პანეტოლიკოსი“ სტუმრად „ვოლოსს“ დაუზავდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე გახსნა, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შორეულ “ცხრიანში” “ჩასვა”. მანამდე, მან პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი მე-15 წუთზე გაიტანეს. შენგელია 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „პანეტოლიკოსი“ 15 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
„პანეტოლიკოსის“ განაცხადში ისევ არ იყო ჯიმი ტაბიძე, რომელიც გუნდს იანვარში შეუერთდა.

ლაშა თაბაგარი