“საბურთალო” შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

0
75

თბილისის “საბურთალო” შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით თურქეთში ორ კვირას გაატარებს და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
“საბურთალო” შეკრებაზე ასეთი შემადგენლობით წავიდა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, რევაზ კურტანიძე, საბა ბოჭორიშვილი.
მცველები: გიორგი ტაბატაძე, ირაკლი ჯგერენაია, გიორგი კომახიძე, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი კაკულია, გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი გოგსაძე, ცოტნე კაპანაძე, ემანუელ დერეკი.
ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ დადიანი, ბაქარ ქარდავა, გივი ხაჩიძე, საბა მამაცაშვილი, გიორგი ჩაჩუა, გიზო მამაგეიშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, ირაკლი სიხარულიძე, შეიკნე სილა.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” ზაფხულამდე მცველი გიორგი ჯინჯოლავა, ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი და თავდამხმელი იური ტაბატაძე სლოვაკეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ “ზლატე მორევცეში” გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი