შერმადინის “ტენერიფეს” რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

0
54

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საბერძნეთის „პერისტერი“ იოლად, 89:68 დაამარცხა და მიმდინარე ეტაპზე ზედიზედ მეორე მოგება იზეიმა. ამ ტურნირზე ტენერიფელებმა მიჯრით 18-ე საშინაო ასპარეზობაში იმარჯვეს, რითაც “მონაკოს” შედეგი გააუმჯობესეს.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 17 წუთში 8 ქულა, თითო მოხსნა, შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მეფარემ სამიდან სამი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.
“ტენერიფე” მომდევნო ტურში 7 თებერვალს, ბელგრადში იერუსალიმის „ჰაპოელს“ შეხვდება და მორიგი წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურს პრაქტიკულად გაინაღდებს.