ვან დეიკი „ლივერპულიდან“ წასვლას არ აპირებს

0
82

ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ლივერპულიდან“ მისი სავარაუდო წასვლის თაობაზე გავრცელებული ჭორი უარყო.
29 იანვარს, როდესაც გაირკვა, რომ ზაფხულში იურგენ კლოპი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, ფეხბურთელმა მისი მომავლის შესახებ დასმულ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: „ვნახოთ კლუბში მომხდარი ცვლილებების მერე რა იქნება“.
„ნება მომეცით ყველაფერი აგიხსნათ. 100 პროცენტით „ლივერპულის“ ერთგული ვარ და ჩვენი ფანები მიყვარს. მაშინ, ჩემს მიერ ნათქვამი ციტატა კონტექსტიდან მთლიანად ამოგლეჯილია. მე არა მხოლოდ ჩემს შესახებ, არამედ, საერთოდ ყველას თაობაზე ვთქვი. 5 დღის წინ ჩემი კონტრაქტი არავის განუხილავს და ეს ყველაფერი სისულელეა“ – იუწყება ინგლისური მედია ნიდერლანდების ეროვნული გუნდის უკანახაზელის ნათქვამს.
32 წლის ვან დეიკს „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი