„რომამ“ გერმანული „ლაიფციგიდან“ მცველი ანხელინიო დაიმატა. ესპანელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. „რომა“ საიჯარო ვადის ამოწურვის მერე, 27 წლის უკანახაზელის ტრანსფერის გამოსყიდვას 6 მილიონ ევროდ მოახერხებენ.
ანხელინიო „ლაიფციგში“ 2020 წლიდან ირიცხება და ის გასულ სეზონში „ჰოფენჰაიმში“ გაანათხოვრეს, ხოლო მიმდინარე სეზონი „გალათასარაიში“ დაიწყო, სადაც 8-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





