„პანეტოლიკოსმა“, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. მე-20 ტურში „პანეტოლიკოსი“ შინ „ლამიას“ შეხვდა და მეტოქის მიერ გატანილ ორ ბურთს, მხოლოდ ერთით უპასუხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შეამდგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლების განაცხადში ისევ არ იყო ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
„პანეტოლიკოსს“ 14 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ჰათაისფორმა“ გასვლაზე „ადანას“ 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. „ჰათაისფორი“ 25 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატშსი მეთოთხმეტეა.
ლაშა თაბაგარი





